VIDEO: უზბეკისტანში აქტივისტებმა მთავრობის სახლის შტურმით აღება სცადეს

uzbekistani

მას შემდეგ, რაც ამ მღელვარე რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზოევმა  უკან წაიღო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლების გაუქმებას უზბეკეთისგან გამოყოფაზე. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

მირზოევის ოფისმა 2 ივლისს გამოაცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის გეგმა არ განხორციელდება შეთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში.

მირზოევის მიერ შეთავაზებული გეგმის პროექტით, ყარაყალპაკეთი ინარჩუნებდა ავტონომიას, მაგრამ  დაახლოებით 2 მილიონი მოსახლის მქონე რეგიონს უუქმებდნენ კონსტიტუციურ უფლებას უზბეკეთისგან დამოუკიდებლობა მოეთხოვა, რეფერენდუმის საფუძველზე.

სხვა შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს მირზოევის უფლებას კენჭი კიდევ ორი ვადით იყაროს.

დაგეგმილ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ყარაყალპაკეთის დედაქალაქში, ნუქუსში, და რეგიონის სხვა ქალაქებში.