VIDEO: წყნარ ოკეანეში ახალი კუნძული წარმოიქმნა

წყნარი ოკეანე

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ახალი კუნძული წარმოიქმნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მიწის ახალი ნაკვეთის „დაბადების ადგილას“ ბევრი წყალქვეშა ვულკანია. კუნძული სწორედ ერთ-ერთი მათგანის ამოფრქვევისას, 10 სექტემბერს წარმოიქმნა. წყლის ზედაპირზე ახალი კუნძული ამოფრქვევიდან 11 საათში გაჩნდა და ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა - 14 სექტემბერს მისი ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრი იყო, 20 სექტემბერს კი უკვე 24 ათასი.

თუმცა, NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი კუნძულების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ხშირად საკმაოდ ხანმოკლეა და შეიძლება ახალი კუნძული მალე ჩაიძიროს.