VIDEO: „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ნათესავები ქნესეთში შეიჭრნენ

მძევლების ნათესავები

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ნათესავები ქნესეთში შეიჭრნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც Times of Israel-ი წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა შეაფერხეს და პარლამენტის წევრებს მძევლების გათავისუფლებისთვის მეტი მოქმედებისკენ მოუწოდეს.

„თქვენ არ ისხდებით აქ, ვიდრე ჩვენი შვილები იღუპებიან, – აცხადებენ ისინი.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი დაახლოებით 120 ადამიანი. მათი ჯანმრთელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.