VIDEO: ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა (კენტუკის შტატი)

არჩევნები ამერიკაში

კენტუკის შტატში, ლორელის ოლქის ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს ამომრჩეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ რამდენჯერმე ცდილობს, დონალდ ტრამპის კანდიდატურა მონიშნოს, თუმცა მისი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ ფიქსირდება.

ოლქის წარმომადგენელმა, ტონი ბრაუნმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული აპარატი უბნიდან მოიხსნა. ხმის მიცემის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საქმეს კენტუკის გენერალური პროკურორის ოფისი იძიებს.

მოგვიანებით ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუმართაობა ბიულეტენის მოსანიშნ აპარატს ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა, და ის ხმებს არ ამუშავებდა.

აშშ-ში მონიშვნის აპარატები ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ არჩევანი ბიულეტენზე და შემდეგ ფიზიკურად დაბეჭდონ ისინი ხმების დასათვლელად.

ტონი ბრაუნის თქმით, თუ აპარატი ბეჭდავს არასწორ ბიულეტენს, ამომრჩევლებს შეუძლიათ, ის გააუქმონ და დაბეჭდონ სწორი ვერსია.

ამასთან, ოლქის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენების მოსანიშნი აპარატი გამართულად მუშაობს.