ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
ვენესუელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა სამშობლოს დასაცავად მზადაა.
გენერალი ვლადიმირ პადრინო ლოპესის თქმით, ვენესუელაში მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი სამშობლოს დაცვა.
„ჩვენ მშვიდობის მოყვარულები ვართ, გვიყვარს მშვიდობა, არ გვინდა ომი არც აქ და არც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ თუ ისინი ვენესუელას შეეხებიან, აქ ნახავთ ხალხს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ დაიცვან ეს სამშობლო სიკვდილამდე“, – განაცხადა პადრინომ.
ვენესუელას ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. სამხედრო წვრთნები „გეგმა დამოუკიდებლობა 200” ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას, ხოლო შემდეგ კი ეს განზრახვა უარყო. როგორც მედია წერს, ბუნდოვანი რჩება, საერთოდ გამორიცხავს პრეზიდენტი მომავალში დარტყმების განხორციელებას, თუ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვის აუზში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.