ვაშინგტონში, ბენიამინ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკაში, დღეს კონგრესს მიმართა.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო, რის გამოც მათ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.