ვალენსიაში მოროდიორობისთვის დააკავეს ჯგუფი, ვინც წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის ბინებს ძარცვავდა

ვალენსია

ესპანეთში დაღუპულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ვალენსიაში დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ.

სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციებში ყოველთვის არიან ისეთები, ვინც ამით სარგებლობს და რეალურად, სამოქალაქო გვარდიის ინფორმაციით, ძარცვისა და მოროდიორობისთვის 27 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ სავაჭრო ცენტრში მაღაზიების ძარცვაში ეჭვმიტანილ ოთხ მამაკაცს დროებითი პატიმრობა გირაოს გარეშე შეუფარდა, რისთვისაც საოლქო პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.

ასევე დააკავეს ჯგუფი, რომელიც წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის ბინებს ძარცვავდა. მათზე ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. - წერს უცხოური მედია.