უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ყირიმის სიახლოვეს, რუსული სამხედრო გემი „ივანოვეცი“ გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ყირიმის სიახლოვეს, რუსული სამხედრო გემი „ივანოვეცი“ გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნება, რომ შავ ზღვაში ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს რუსული სამხედრო გემი „ივანოვეცი“ გაანადგურა.

უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ გემზე თავდასხმა წყლის დრონებით 1 თებერვლის ღამეს განხორციელდა. სამხედრო ხომალდის ჩაძირვა რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ თავდასხმის შესახებ რუსმა სამხედრო ბლოგერებმა დაწერეს.

მათი მტკიცებით, გემს უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 3 მოხვდა, რის შედეგადაც ხომალდმა ძლიერი დაზიანებები მიიღო. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდი 70 მილიონ დოლარამდე ღირს და ის დიდი რაოდენობის რაკეტებით იყო აღჭურვილი.