უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

განგაში უკრაინაში

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი მედია რუსეთის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ წერს.

მათივე ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევსა და ხარკოვში. უკრაინის დედაქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მუშაობს.