1752608534
უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირაში განიხილავს

უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირაში განიხილავს. „პოლიტიკოს“ ცნობით, სენატის უმრავლესობის ლიდერის თქმით, კენჭისყრა 7 თებერვლამდე დაინიშნება.
ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარების და ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. მისი მიღება სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე რესპუბლიკელებისა და დემოკრატებს შორის დავის გამო გაჭიანურდა.