უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 3 თვით გახანგრძლივდა

უკრაინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კიდევ 90 დღით - 13 მაისამდე გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოქმედება, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოცხადდა.

შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიტანა. მას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა, დანარჩენ 20-ს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოქმედების ვადას უკრაინაში უკვე მეათედ ახანგრძლივებენ.

აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის დროს, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის მარტში უნდა გამართულიყო.

✕