უკრაინამ კურსკის ოლქში ოპერაციის დროს ბევრს მიაღწია - იენს სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს „ბევრს მიაღწია“. სტოლტენბერგის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე დროს, სტოლტენბერგის თქმით, ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში.

„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გააკეთონ აუცილებელი, რთული არჩევანი, მაგალითად, იმის შესახებ, სად განალაგონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია შესაფერისი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ, მიაღწიონ სამხედრო მიზნებს რუსეთის ტერიტორიაზე.

„მოხარული ვარ, რომ NATO-ს წევრმა ბევრმა ქვეყანამ მისცა უკრაინას ასეთი შესაძლებლობა, ხოლო მათ, ვისაც კვლავ აქვთ დაწესებულო შეზღუდვები, შეარბილეს ისინი, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვა“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ დაესწრება „რამშტაინის ჯგუფის“ შეხვედრას, რომელიც აერთიანებს უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს. „როიტერის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი პარტნიორებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას, კონკრეტულად კი შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს სთხოვს.​​​​​​​​​​​​​​​​