„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
უგანდაში, ლოცვის დროს მეხის დაცემის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
CNN-ის ცნობით, ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთით, ლტოლვილთა ბანაკ პალაბეკში მოხდა.
„გარდაცვლილები სალოცავად შეიკრიბნენ როდესაც წვიმა დაიწყო, ნახევარ საათში კი ადგილზე მეხი დაეცა“, - აღნიშნეს პოლიციაში.
პალაბეკი სამხრეთ სუდანთან საზღვარზე მდებარეობს, ბანაკში 80 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც ქვეყანაში 2020 წლიდან მძვინვარე ომს გამოექცა.