თურქეთში, კოსმეტიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

აფეთქება

თურქეთში, ქალაქ კოჯაელის კოსმეტიკურ ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი წარმოების პროცესში ქვაბში სპირტის მიწოდების დროს სტატიკური განმუხტვის ან ელექტრული კონტაქტის შედეგად გამოწვეული აფეთქების შემდეგ გაჩნდა.

მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთს სერიოზული ტრავმები ჰქონდა მიღებული. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან და შესაბამის მკურნალობას გადიან.

აფეთქების საქმეზე გამოძიება გრძელდება.