1794471413
თურქეთში ჯერ კიდევ ეძებენ ხელბურთელ ბავშვთა 2 ნაკრებს, რომლებიც ჩრდილოეთ კვიპროსიდან იყვნენ ჩასული
თურქეთში დღეს მხოლოდ 5 გადარჩენილია, აქედან 3 ბავშვი. ადიამანში 7 სართულიანი სასტუმროს ნანგრევებში ამ წუთებშიც ეძებენ ხელბურთელ ბავშვთა ორ ნაკრებს, რომლებიც თურქეთში ჩრდილოეთ კვიპროსიდან იყვნენ ჩასული.
ნანგრევებიდან უკვე, ძირითადად, ცხედრები ამოჰყავთ. გვამებითაა გადავსებული მიწისძვრისგან დანგრეული ქალაქებიც, უბედურების ზონა იმდენად დიდია, რომ ვერ ხერხდება უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მასობრივი ევაკუირება სხვა ქალაქებში, ამიტომ დაზარალებულებს ღამის თევა -4 -6 გრადუსში ქუჩებში უწევთ.
მეორე დღეა ღამეს მანქანაში ათევს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც, რომელიც იმ ქალაქში იმყოფება, სადაც ქართველი მაშველები მუშაობენ.
ადიამანში ქართველებმა წუხელ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ნანგრევებიდან შუახნის ქალის ამოყვანა "კურიერის" კამერამ გადაიღო.
ვრცლად, ნახეთ ,,კურიერის" სიუჟეტი სტიქიის ზონიდან 👇









