თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატო

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი პარლამენტის 346 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო კენჭისყრისგან თავი შეიკავა ოთხმა.

ამის შემდეგ უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი NATO-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.

✕