თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მჭიდროდ ვადევნებთ თვალს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით

ჰაკან ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთის მთავრობა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ადევნებს თვალს. შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისას. ღმერთს ვთხოვ შენდობას ჩვენი მოწამეებისთვის და გამძლეობას მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის. ნუგეში მიეცეს ჩვენს ერს“, - წერს ფიდანი.