1792180303
წყნარ ოკეანეში, 3 ტონაზე მეტი კოკაინი იპოვეს
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ზღვაში 3 ტონა კოკაინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარზე მეტია. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.
პოლიციის ინფორმაციით, კოკაინი ბალიშის მსგავს შეკვრაში იყო მოთავსებული.
ახალი ზელანდიის პოლიციის კომისრის, კოსტერის თქმით, სავარაუდოდ, ნარკოტიკების შეტანა ახალ ზელანდიაში იგეგმებოდა.
ჯერჯერობით,უცნობია, საიდან შემოვიდა ამ რაოდენობის ნარკოტიკი.










