1740687768
ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა CBS News-ს დაუდასტურა. ხოლო პოლიციის ცნობით, მისი გარდაცვალება ეჭვის აღძვრას არ იწვევს.
მანჰეტენის პოლიციის თქმით, 26 თებერვალს დილით საგანგებო ზარზე გამოცხადდნენ და ტრახტენბერგი "უგონოდ და ურეაქციო" ვითარებაში იპოვეს. იგი გარდაცვლილად ადგილზევე გამოცხადდა.
"სამედიცინო ექსპერტი გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს". - განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა.
ტრახტენბერგი სხვადასხვა ფილმიდან არის ცნობილი, რომელთა შორისაცაა Buffy The Vampire Slayer, Eurotrip და დრამა სერიალი Gossip Girl.