წლის საქმრო - როგორ ჩაშალა კაცმა თვითმფრინავში თაფლობის თვე

თაფლობის თვე

კაცმა, საოცნებო თაფლობის თვე, რომელიც მეუღლესთან ერთად საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე უნდა გაეტარებინა, ჩაშალა.

თავად მოვლენა ჯერ კიდევ სექტემბერში მოხდა, მაგრამ ინფორმაცია მედიაში მხოლოდ ახლა გავრცელდა. გაირკვა, რომ ინციდენტის წინა დღეს, 43 წლის კრისტოფერ ტომსონი აეროპორტის დარბაზში სვამდა, რადგან მისი რეისი გადაიდო.

თვითმფრინავში ასვლის შემდეგ კაცმა დაიწყო ელექტრონული სიგარეტის მოწევა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა შენიშნა ეს და მგზავრს სთხოვა აღარ გაეგრძელებინა მოწევა, მაგრამ კრისტოფერი ძალიან მთვრალი იყო და არ დაემორჩილა.

საბოლოოდ, ფრენა კვლავ გადაიდო და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ არ ჰქონდათ მისი თვითმფრინავიდან გაყვანის უფლება, რადგან ის თაფლობის თვეში იმყოფებოდა. პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო და თვითმფრინავიდან ჩამოიყვანა.

მანჩესტერის სამეფო სასამართლოში, მისტერ ტომსონმა ბრალი აღიარა, რომ თვითმფრინავში ნასვამ მდგომარეობაში ავიდა. მას მიესაჯა 10-კვირიანი თავისუფლების აღკვეთა. მან ასევე უნდა შეასრულოს 180 საათი ანაზღაურებადი სამუშაო და გადაიხადოს გარკვეული თანხა.

თავის მხრივ, კომპანიამ მამაკაცს ერთი წლით აუკრძალა თავისი სერვისით სარგებლობა.

ასევე წაიკითხეთ:

VIDEO: ნახეთ, ახალი კლიპი, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას ეძღვნება და მასში გმირის ოჯახის წევრები მონაწილეობენ

„გახსოვდეს, ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ – 2024 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ