წინასწარი შეფასებით, აშშ-ში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს

მილტონი

წინასწარი შეფასებით, ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულია არმია და ფლორიდის ეროვნული გვარდია.

ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ამ დროისთვის ერთი მილიონი ადამიანისთვის დენის მიწოდება უკვე აღდგენილია.

ქარიშხალი „მილტონი“ ფლორიდას 9 ოქტომბერს დაატყდა თავს. სტიქიას შტატში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.