წიგნის მაღაზია „ლაბირინთმა“ პუშკინი და ტოლსტოი უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა

აგენტი

ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ონლაინ წიგნის მაღაზიის "ლაბირინთის" ვებსაიტზე რამდენიმე მწერლის, მათ შორის ალექსანდრე პუშკინის, ლეო ტოლსტოის და სამუილ მარშაკის გვერდებზე, დღეს გამოჩნდა წარწერა- „აღიარებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო აგენტად“.

რუსული კლასიკოსების გარდა, „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიენიჭა, მაგალითად, ომისა და ზოგადად რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით ცნობილ მწერალ ზახარ პრილეპინს. - წერს BBC

ახლა საიტზე მწერლების ყველა აღწერა უკვე გასწორებულია. როგორც განმარტეს, ეს სავარაუდოდ წიგნის მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომლის ჰაკერული შეტევა ან არაკოორდინირებული ქმედება იყო.

თავად BBC-s მაღაზიაm ganumarta, რომ ინციდენტის მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა გახდა.

1 დეკემბრიდან „უცხოური აგენტების შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში შემავალი ავტორების წიგნების გაყიდვაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა.

მანამდე „ლაბირინთმა“ ამოიღო „უცხოური აგენტად“ აღიარებული ავტორების წიგნების ყდები. კანონის მიხედვით, მათი წიგნები 18+ ნიშნით უნდა გაიყიდოს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BBC News l Русская служба (@bbcrussian)

✕