„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -2°-მდე დაეცემა...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765050276
რესპუბლიკელი კანონმდებლები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც რუსეთთან ნავთობითა და გაზით მოვაჭრე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სასანქციო ნუსხას შესაძლებელია ირანიც დაემატოს.
„როგორც იცით, ეს ჩემი წინადადება იყო, ასე რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან აწარმოებს ბიზნესს, დაექვემდებარება ძალიან მკაცრ სანქციებს. შეუძლიათ ამ სიაში ირანიც დაამატონ“, - განაცხადა ტრამპმა.
ცრუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი, რომლის ავტორებიც რესპუბლიკელი ლინდსი გრემი და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი იყვნენ, ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე იყო წარდგენილი. ის ითვალისწინებს 500%-იან საბაჟო გადასახადებს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ გაზს ან ურანს ყიდულობენ. ასევე, სანქციებს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთისგან ურანს ყიდულობს.
გრემი მიანიშნებდა, რომ ტრამპი მზად იყო დოკუმენტის მხარდასაჭერად, თუმცა ამას მოჰყვა პრეზიდენტის შეხვედრა პუტინთან ალასკაზე. Bloomberg-ი წერდა, რომ სენატმა კანონპროექტის განხილვა „პაუზაზე დააყენა“ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტის შეხვედრამდე, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა