ტრამპი: ზელენსკიმ მოახერხა, რომ თაღლით ჯო ბაიდენს მისთვის 350 მილიარდი დოლარი მიეცა და ნახეთ, რა მიიღო ამის სანაცვლოდ - მისი ქვეყნის დაახლოებით 25 პროცენტი დაკარგულია

ტრამპი

გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის წინამორბედსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„მან [ზელენსკიმ] მოახერხა, რომ თაღლით ჯო ბაიდენს მისთვის 350 მილიარდი დოლარი მიეცა და ნახეთ, რა მიიღო ამის სანაცვლოდ... მისი ქვეყნის დაახლოებით 25 პროცენტი დაკარგულია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.