ტრამპი: ზელენსკიმ დრო უნდა გამონახოს, რომ წაიკითხოს სამშვიდობო შეთავაზება - ბევრი ადამიანი კვდება, ამიტომ, ძალიან კარგი იქნებოდა, წაეკითხა

ზელენსკი

ვფიქრობ, ზელენსკიმ დრო უნდა გამონახოს, რომ წაიკითხოს სამშვიდობო შეთავაზება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა ზელენსკი პასუხისმგებელი [მოლაპარაკებებში] პროგრესის შეფერხებაზე ან იმაზე, თუ რა ხდება იქ? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

შეთავაზება უნდა წაიკითხოს. ჯერ არ წაუკითხავს. ეს გუშინდელი მდგომარეობით. შესაძლოა, ღამით წაიკითხა. კარგი იქნებოდა, წაეკითხა. იცით, ბევრი ადამიანი კვდება. ამიტომ, ძალიან კარგი იქნებოდა, წაეკითხა. მის ხალხს შეთავაზება ძალიან მოეწონა, მაგრამ თქვეს, რომ ჯერ არ წაუკითხავს. ვფიქრობ, დრო უნდა გამონახოს წასაკითხად.