1783776922
ტრამპი: შესაძლოა, ირანს ამაღამ ძლიერად დავარტყათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაღამ ამერიკამ, შესაძლოა, ირანს კვლავ დაარტყას.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ანკარაში განაცხადა, გასულ ღამეს ამერიკამ ირანს ძლიერად დაარტყა, რადგან ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეში მყოფ გემებს თავს დაესხა.
„მათ რამდენიმე დრონი და ერთი რაკეტა ესროლეს გემებს იმიტომ, რომ ისინი სრუტეში იყვნენ, რის უფლებაც ჰქონდათ. გასულ ღამეს ჩვენ მათ საკმაოდ ძლიერად დავარტყით. შესაძლოა, ამაღამაც ძლიერად დავარტყათ. ცოტათი გავაფრთხილებ მათ. ვნახოთ, რა გამოვა. მე მათი მოხარული არ ვარ“, - განაცხადა ტრამპმა“.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ ირანთან ომის არ აწარმოებს. თეთრი სახლის ლიდერმა ირანთან საბრძოლო მოქმედებებს „დენუკლეიზაცია“ უწოდა.











