ტრამპი ღაზაში ახლო აღმოსავლეთის „რივიერის“ გაშენებას აპირებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა ღაზის სექტორზე კონტროლს დაამყარებს.

„შეერთებული შტატები ღაზის სექტორზე კონტროლს დაამყარებს, და ჩვენ ჩვენს სამუშაოს გავაკეთებთ“, - თქვა ტრამპმა.

„ჩვენ მას დავეუფლებით და ავიღებთ პასუხისმგებლობას საშიში, აუფეთქებელი ბომბებისა და სხვა შეიარაღების ნეიტრალიზებაზე“, - დასძინა მან.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ პალესტინელების ნაწილი იორდანიაში ან ეგვიპტეში უნდა გადასახლდეს. მან ღაზას ჯოჯოხეთი უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აპირებს იქ „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ გააშენოს.