ტრაგედია საბერძნეთში: იყვნენ თუ არა ქართველები მატარებელში, რომელმაც კატასტროფა განიცადა - ამ წუთებში კონსული შემთხვევის ადგილზეა

საბერძნეთი

საბერძნეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურ საკონსულოში ამ დროისთვის არ შესულა.

კონსული ვითარების გარკვევას ადგილზეც ცდილობს. ის გაემგზავრა იქ, სადაც სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. 32-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა - დაშავდა 85-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. სატვირთო მატარებელთან შეჯახება ქალაქ ლარისასთან მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.

✕