1792080814
Tinder-ს ახალი ფუნქცია დაემატა
გაცნობის აპლიკაციას Tinder ინკოგნიტო რეჟიმი დაემატა. ინფორმაცია ამის შესახებ სერვისის ბლოგზე გამოქვეყნდა.
ამ რეჟიმის მომხმარებლები ჩვეულებრივად შეძლებენ სხვა მომხმარებლების შეფასებას, თუმცა მათ პროფაილს მხოლოდ ისინი ნახავენ, ვისაც მომხმარებელი „ლაიქს“ დაუწერს.
ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Tinder+-ს, Gold-ისა და Premium-ის მომხმარებლებისთვის.










