ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი ისრაელზე „ძლიერ“ თავდასხმას ამზადებს. გამოცემა წერს, რომ თეირანი არა მხოლოდ რაკეტებისა და დრონების, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და რეგულარული ჯარის გამოყენებას აპირებს. „ჩვენმა სამხედროებმა ისრაელის დარტყმის შედეგად დანაკარგი განიცადეს და ახლა პასუხი უნდა გასცენ“, - განუცხადა WSJ-ს წყარომ ირანის ხელისუფლებიდან.
მისივე თქმით, ახალი თავდასხმა ისრაელზე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (5 ნოემბერი) და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაიმართება. მან აღნიშნა, რომ დარტყმები ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება „გაცილებით უფრო აგრესიული, ვიდრე წინა ჯერზე“.
ისრაელის თავდაცვის არმიამ 26 ოქტომბრის ღამე ირანის ტერიტორიაზე წერტილოვანი დარტყმების ერია განახორციელა და ამას თეირანისა და მისი მოკავშირეებით მხრიდან მრავალრიცხოვან თავდასხმებზე პასუხი უწოდა. ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ თავდასხმას 4 ირანელი სამხედრო ემსხვერპლა.