1794471413
თელ-ავივის ცენტრში სროლაა, არიან დაშავებულები
თელ-ავივის ცენტრში სროლაა, დაჭრილია ორი ადამიანი - ინფორმაციას jpost ავრცელებს. სროლა თელ-ავივის ცენტრში, დიზენგოფის ქუჩაზე მდებარე კაფესთან, რამდენიმე წუთის წინ მოხდა, სულ მცირე სამი ადამიანი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილიდან ვიდეოში ჩანს, რომ ორი ტერორისტი ისვრის მოახლოებულ ადამიანებს. ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია, მეორემ კი მიმალვა მოახერხა.








