თავდასხმის შემთხვევაში, შვედეთსა და ფინეთს პოლონეთი დაეხმარება - მატეუშ მორავეცკი 

 მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი, ნატოში შესვლამდე, შვედეთსა და ფინეთს დაიცავს, თუ ამ ქვეყნებს თავს დაესხმებიან, ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„მე მიმაჩნია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, როგორც ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვანი სიგნალი. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი ნატოში გაწევრიანებისას თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინეს და იგი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცეს.