1753033510
ტაიფუნის გამო ჰონგ-კონგში 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

ჰონგ-კონგს ტაიფუნმა „ვიფამ“ გადაუარა. ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქში ხეები წააქცია, რის შედეგადაც ავტომობილები დაზიანდა.
მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები. უამინდობის გამო შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება. გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.