სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი პოლონეთში დააკავეს

ალექსანდრ უსიკი

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი პოლონეთის ქალაქ კრაკოვის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ყოფილმა მოჭიდავემ და უმაღლესი რადას დეპუტატმა ჟან ბელენიუკმა.

„ყველაფერი ნორმალურადაა, ყველაფერი კარგადაა. არაფერი კრიმინალური. მალე ალექსანდრე თავად გააკეთებს განმარტებას”, – დაწერა სოციალურ ქსელში მოკრივის მეუღლემ.

21 სექტემბერს უსიკი გეგმავდა ლონდონში ენტონი ჯოშუასა და დანიელ დუბუას ბრძოლაზე დასწრებას.