სტიქია ამერიკაში - ქარიშხალ "ჰელენისგან" გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „ჰელენის“ გამო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი ადამიანი დაიღუპა, სამ მილიონზე მეტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

სტიქიას ებრძვიან ამერიკაში - ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქარიშხალ "ჰელენისგან" გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.

წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა. დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და სახლები.

სტიქიის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 3 მილიონზე მეტი ადამიანი.