სტიქიის შემდეგი ტალღა – რა ხდება დიდთოვლობის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ
1740639958
სტამბოლში, აშშ-ის საკონსულოს შენობაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ორმხრივი საკითხების განხილვას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწე სონატა კოულტერი, ხოლო რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი და რუსეთის ყოფილი ელჩი კანადაში ალექსანდრ დარჩიევი.
დელეგაციის წევრები ასევე არიან სახელმწიფო დეპარტამენტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შესაბამისი საელჩოების წარმომადგენლები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში არ შედის უკრაინის საკითხი. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერდა.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა.
მანამდე, 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეები, მათ შორის, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენაზე.