მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
აშშ-ში, ლუიზიანაში, ღამის კლუბში მასობრივი სროლა იყო, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიჭრა.
გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა მიზანმიმართულად მოხდა.
„ეს არ იყო შემთხვევითი ძალადობის აქტი, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო მიზანმიმართული კონკრეტული პირისკენ და სხვები დაშავდნენ“, - აცხადებს სამართალდამცველი.