1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ.
კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.
როგორც სააგენტო იუწყება, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ვაშინგტონზე ზეწოლა ირანის თხოვნით გააძლიერეს, ვინაიდან თეირანი შიშობს, რომ ისრაელმა შესაძლოა მართლა დაბომბოს მისი ნავთობის ობიექტები.
როგორც Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა განუცხადა, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ამ კვირას შემდგარი მოლაპარაკებების დროს თეირანმა ერ-რიადი გააფრთხილა, რომ ის ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათი ნავთობის ობიექტების უსაფრთხოებას, თუ ისინი ისრაელს შეტევის განხორციელებაში დახმარებას გაუწევენ.