სომხეთში ოპოზიციონერი რუბენ ჰაკობიანი დააკავეს

ჰაკობიანი

სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული კრების ყოფილი დეპუტატი, რუბენ ჰაკობიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ჰაკობიანი ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებების გამო დააკავეს. როგორც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპოზიციონერმა მიმდინარე წლის 1 ივლისს მედიასთან ინტერვიუს დროს ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.

ერევნის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა უკვე შეუფარდა