ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1752394169
ამერიკაში სკოლის საპირფარეშოდან სარკეები ჩამოხსნეს, რათა მოსწავლეებმა TikTok ვიდეოების გადაღებაში დრო აღარ დახარჯონ. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო.
როგორც სკოლის ადმინისტრაცია განმარტავს, ისინი მოსწავლეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შენიშნეს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენებებს მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების გადასაღებად და შემდეგ TikTok-ზე განსათავსებლად იყენებდნენ.
სარკეების ჩამოხსნამდე სკოლამ მშობლებს მსგავსი შინაარსის წერილი მისწერა: “მოსწავლეები შესვენებებს, შეიძლება ითქვას, მთლიანად საპირფარეშოში ატარებენ. მათ შეწყვიტეს ერთმანეთთან კომუნიკაცია, სოციალიზაცია, რაც სკოლაში ყოფნისა და სოციალური უნარების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამიტომ ვწუხვართ, მაგრამ მათი კეთილდღეობისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ”.
როგორც ადმინისტრაცია განმარტავს, ეს იდეა არა მხოლოდ სოციალური და აკადემიური უნარების გაუმჯობესებას, არამედ მოსწავლეების უსაფრთხოებასაც მიემართება.
ასევე ნახეთ:
„არ გაუშვათ შანსი ხელიდან“ - 2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები