სირიაში შენობის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა

სირია

სირიის ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოში შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 4 ადამიანი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შენობა გვიან ღამით ჩამოინგრა. საცხოვრებელ სახლში 30 ადამიანი ცხოვრობდა. 
შემთხვევის ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

ალეპოში მრავალი შენობა განადგურდა და დაზიანდა სირიის 11-წლიანი კონფლიქტის დროს, სადაც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

ალეპო სირიაში უდიდესი ქალაქია.