სირიაში გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ფოტოგრაფი დაიღუპა

Syrian photojournalist Anas Alkharboutli in the northern Syrian village of Ariha on November 10, 2024. Omar Haj Kadour/AFP/Getty Images

სირიაში, გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, DPA-ის ფოტოგრაფი ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეროვნებით სირიელი ფოტოგრაფი, ჰამას რეგიონის ერთ-ერთ სოფელში დაიღუპა, სადაც ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის მეამბოხე დაჯგუფებას შორის სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობს.

Deutsche Presse-Agentur-ის ცნობით, მათი ფოტოგრაფი ანას ალჰარბუტლი მაშინ მოკლეს, "როცა თან ახლდა და აშუქებდა Revel ალიანსის პრომოუშენს", სტატიაში, რომელიც მის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

ადგილობრივი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც შემთხვევას შეესწრო, CNN-ს განუცხადა, რომ 32 წლის ფოტორეპორტიორი ავიაიერიშის დროს ქალაქ მორეკის მახლობლად, ჰამას ჩრდილოეთით, 27 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.

ჰამას ჩრდილოეთით მდებარე სოფლები, ამჟამად, სამთავრობო ძალებსა და მეამბოხე კოალიციას შორის მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების ადგილია.