ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1752394169
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი პატარა ბავშვი მაღალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადააგდო.
27 წლის კაცს შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ის შეყვარებულთან ერთად ცხოვრების თავიდან დაწყებას გეგმავდა და შვილებს "დაბრკოლებად" განიხილავდა.
ჟანმა, განქორწინების შემდეგ, დაიწყო ურთიერთობა იესთან, რომელმაც თავიდან არ იცოდა, რომ ჟანი დაქორწინებული იყო და შვილები ჰყავდა.
მან ''წაახალისა'' ჟანი, მოეკლა თავისი ორი შვილი, რადგან „მიიჩნევდა, როგორც დაბრკოლებას“, მათი ქორწინებისთვის და რომ ისინი ამძიმებდნენ მათ მომავალ ერთობლივ ცხოვრებას“, - ნათქვამია ქალაქ ჩუნცინის სახალხო სასამართლოს განცხადებაში.
2020 წლის ნოემბერში, ჟანმა თავისი შვილები - ორი წლის ქალიშვილი და ერთი წლის ვაჟი - ბინის ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი დაბლა ჩაირბინა, რათა გულდამძიმებული გამოჩენილიყო მომხდარის გამო.
ჩჟანი გადაიღეს ვიდეოზე, როგორ ურტყამდა თავს კედელს და ტიროდა, თუმცა პროკურორები ამბობენ, ეს მატყუარა ქმედება იყო.
იმ დროს ის ამტკიცებდა, რომ ეძინა, როდესაც ბავშვები ფანჯრიდან გადმოცვივდნენ და თქვა, რომ გაზონზე ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, ქვემოთ ხალხის ყვირილმა გააღვიძა.
პატარა გოგონა მყისიერად გარდაიცვალა, ბიჭმა კი მიყენებული დაზიანებებით ცოტა ხანს იცოცხლა და მალევე გარდაიცვალა.
ბავშვების დედამ, ჩენ მეილინმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ჩჟანმა სთხოვა, ეზრუნა ქალიშვილზე სწორედ იმ დღეს, როდესაც ორივე მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი წყვილი იზიარებდა მეურვეობას, დედა ზრუნავდა გოგონაზე, მამა კი - ბიჭზე.
ჩენმა ასევე თქვა, რომ ჩჟანმა შვილები მას შემდეგ მოკლა, რაც მისმა შეყვარებულმა მაჯებზე ვენები გადაიჭრა: „ამ დროს ჩჟანი იეს ესაუბრებოდა ვიდეოზარით და დაინახა, როგორ მიიყენა ჭრილობა მისმა შეყვარებულმა. ჩჟანს შეეშინდა, „ტელეფონი დაუვარდა, მერე ორივე ბავშვი აივნიდან გადააგდო“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამამ აღიარა, რომ ის და იე ბავშვების მოკვლას გეგმავდნენ, რათა მათ შეექმნათ ახალი ოჯახი, ბავშვების გარეშე.
დამნაშავის ყოფილმა მეუღლემ თქვა: „იმ მომენტში, როცა გავიგე, რომ ჩემი შვილები მე-15 სართულიდან მათმა მამამ გადმოაგდო, სიტყვები ვერ ვიპოვე ჩემი გრძნობების აღსაწერად. ვერ წარმოვიდგენდი, რა განიცადეს ჩემმა შვილებმა მე-15 სართულიდან მიწაზე დავარდნამდე.
იგი ამტკიცებდა, რომ მისი ყოფილი ქმარი სასამართლოზე ტიროდა და ბოდიში მოიხადა მისი ქმედებისთვის, შეყვარებულმა კი არაერთხელ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები.
ორივე დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ განაცხადა, რომ წყვილს სიკვდილით დასჯა 2021 წლის დეკემბერში მიუსაჯეს, სისრულეში კი დღეს მოიყვანეს.
მათი სიკვდილით დასჯა სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სოციალური მედიის ვებსაიტზე Weibo-ს ტენდენციური თემების სიის სათავეში და თითქმის 200 მილიონი ნახვა ჰქონდა.
ასევე ნახეთ:
როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ