შშმ რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო ქვეყნიდან არ გაუშვეს - BBC

მოსკოვი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო, ქვეყნიდან არ გაუშვეს.

პეტერბურგის უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი, არტემ ნოვოჟილოვი მეგობართან ერთად ერევანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მესაზღვრეებმა ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. ნოვოჟილოვი მესამე ჯგუფის შშმ პირია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 „18 წლის ასაკში თირკმელების პრობლემა დამეწყო და ერთის გადანერგვა მომიწია, მაგრამ ეს არ გახდა არგუმენტი მესაზღვრეებისთვის“ - განაცხადა  არტემ ნოვოჟილოვმა.

არტემის თქმით, სომხეთში ბილეთები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში იყიდეს, რადგან პეტერბურგში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპირებდა დოქტორანტურაში ჩაბარებას ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რისთვისაც TOEFL ენის გამოცდები უნდა ჩაებარებინა.

რუსეთში ამ გამოცდების ჩაბარება შეუძლებელი გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.