„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ისრაელი მიაღწევს საჭირო პირობებს ქვეყნის ჩრდილოეთით სიმშვიდის აღსადგენად - შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან ვიზიტის დროს.
„შეთანხმებით ან მის გარეშეც, ჩრდილოეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ევაკუირებული მოსახლეობის სახლში დაბრუნების გასაღები „ჰეზბოლას“ განდევნაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაჯგუფებას განიარაღების საშუალება და დრო არ მიეცეს. ასევე აუცილებელია საკადრისი პასუხის გაეცეს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისკენ უკვე ერთ წელიწადზე მეტია მოუწოდებს, მას შემდეგ რაც „ჰეზბოლამ“ ქვეყნის ჩრდილოეთით რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების განხორციელება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყო. 1 ოქტომბერს კი ისრაელის არმიამ ლიბანში შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.