შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა

შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელს დახვდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრი ვუგარ მუსტაფაევი და სხვა ოფიციალური პირები.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11-13 ნოემბერს გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.