საზარელი მკვლელობა - კლდიდან ორი გოგო გადააგდეს, ერთი ადგილზე დაიღუპა (გერმანია)

გერმანიაა

ამერიკელ ტურისტებს, 22 წლის კელსი ჩანგსა და მის ემგობარს, 21 წლის ევა ლიუს გერმანიაში თავს დაესხნენ. ინფორმაციას „დეილი მეილი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეგობრები გერმანიაში „კონკიას სასახლის" სანახავად იმყოფებოდნენ. უცნობი მამაკაცი მათ ციხესიმაგრის წვერზე ასვლასა და იქიდან საოცარი ხედის ნახვას დაჰპირდა. თუმცა, აყვანის შემდეგ, ორივე ქალს ხელი ჰკრა და ციხესიმაგრიდან გადააგდო.

22 წლის კელსი საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს, მას ჭრილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ქალი სიკვდილისგან იმ გარემოებამ იხსნა, რომ გადმოვარდისას ხეზე დაეცა. კელსის მეგობარი, 21 წლის ლიუ კი ადგილზე დაიღუპა.  ეჭვმიტანილი ვინმე Troy B-ია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთი ახალგაზრდა როცა მიდის საერთოდ ყველა ტკივილი ჩუმდება... ვტირი თქვენთან ერთად“ - წერს მაკა შალიკაშვილი

„გიორგიმ ეს რომ ნახა, შოკი იყო მისთვის“ - რატომ დაშორდნენ ენი გასიევა და გიორგი ყიფშიძე ერთმანეთს და რატომ დატოვა ენიმ შვილები?