არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
საუდის არაბეთმა თავისი პირველი AI რობოტი წარადგინა, რომელსაც საუბარი და ცეკვა შეუძლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რობოტს სარა ჰქვია. მას არაბულად საუბარი, ადგილობრივი პოპულარული ცეკვების შესრულება და კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია.
მოწყობილობაში ჩაშენებულია კამერა, რომელსაც ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იყენებს, რათა დააფიქსიროს, როდის დგანან მის წინ ადამიანები. ამის შემდეგ, საუბრის წამოსაწყებად, რობოტის გააქტიურებაა საჭირო, რისთვისაც მას უნდა მიმართოთ სიტყვებით: „გამარჯობა, სარა".
სარას შეუძლია, რომ სხვადასხვა დიალექტი ამოიცნოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ასევე, ის წინადადებებს აანალიზებს და მათ შინაარსს ადგენს, რაც რობოტს ეხმარება, მოსაუბრეს შესაბამისი პასუხები დაუბრუნოს. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა მათ ტექსტური შეტყობინებების სახითაც აგზავნის.
الروبوت "سارة" ولدت في #ليب23 لتلهم الكثير، تعرفوا على قصتها.. ✨#LEAP pic.twitter.com/jdvjZTQuDL
— LEAP (@LEAPandInnovate) February 9, 2023