ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1763058943
6 წლის ბეკი კუნაშს საძინებელში ეძინა, როდესაც წარმოუდგენელი რამ მოხდა 1979 წლის 11 მაისის ღამეს.
მამაკაცი შეიჭრა 6 წლის ბავშვის საძინებელში და საწოლიდან გაიტაცა იგი. შემდეგ გოგონა გააუპატიურა, სცემა და არხში დაახრჩო, სადაც მისი ცხედარი იმავე დღეს იპოვეს.
გატაცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ დააკავა საზღვაო ქვეითი, სახელად ბრაიან ფრედერიკ ჯენინგსი. 46 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის მამაკაცი სულ ცოტა ხნის წინ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ის ხდება მე-16 ადამიანი, რომელიც წელს ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს.
ჯენინგსი ცდილობდა განაჩენის გასაჩივრებას ბოლო დღეებამდე, თუმცა უშედეგოდ.
პროკურორებს სჯეროდათ, რომ ჯენინგსმა, ბეკის ფანჯრიდან შუშა ამოიღო, შეიჭრა მის სახლში და გაიქცა გოგონასთან ერთად. გატაცების დროს კაცმა გოგონას პირი აუკრა, რათა მეზობელ ოთახში მყოფ მშობლებს ხმაური არ გაეგოთ.
ჯენინგსმა გოგონა არხზე წაიყვანა, გააუპატიურა და დაახრჩო. გოგონას თავის ქალაც მოტეხილი ჰქონდა.