სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები დაავალდებულა, სქესის ცვლილება ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში აღიარონ

ევროკავშირი

ევროკავშირის სასამართლომ დაავალდებულა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, აღიაროს სახელისა და გენდერის ცვლილება დოკუმენტებში, რომლებიც გაცემულია ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ასეთი ცვლილებების აღიარებაზე და მათი ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანაზე უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს.

პრეცედენტული გახდა რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ტრანსგენდერი მამაკაცის საქმე. მან დიდ ბრიტანეთში 2020 წელს შეიცვალა სქესი, როდესაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იყო. ბრიტანულ დოკუმენტებში მას შეუცვალეს სახელი და გენდერი, თუმცა რუმინეთის ხელისუფლება უარს აცხადებდა ახალი დაბადების მოწმობის გაცემაზე.

ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში რუმინეთის ეს ქმედება უკანონოდ ცნო.

მოსარჩელემ, ბიოლოგიის მასწავლებელმა, არიან მირზარაფი-ახიმ სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებად შეაფასა.